პოლონეთში საქართველოს საელჩო იქ მცხოვრები ქართველებისთვის განცხადებას ავრცელებს.
"15 დეკემბრიდან პოლონეთის რესპუბლიკა ამკაცრებს საზღვრის კვეთის რეგულაციებს. აქვე გაცნობებთ, რომ ჯერჯერობით დამტკიცებული არაა შესაბამისი ნორმატიული აქტი.
განკარგულების პროექტი ითვალისწინებს 2022 წლის 31 იანვრამდე შემდეგი შეზღუდვების დაწესებას.
შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული ყველა მგზავრი ვალდებული იქნება წარუდგინოს მესაზღვრეს საზღვრის კვეთამდე 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ინგლისურ, ან პოლონურ ენაზე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტესტის ვალიდურობის 24-საათიანი პერიოდი აითვლება ტესტის პასუხის მიღებიდან.
პოლონეთის მთავრობის განკარგულების ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენს გვერდზე განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია",- ნათქვამია განცხადებაში.