საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს "ფორდ ტრანზიტი" და ტრაილერი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა ერთი მამაკაცი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: speqtri.ge