რუსთავში 26 და 30 დეკემბერს წინასაახალწლო კონცერტები გაიმართება.
26 დეკემბერს კონცერტი რუსთავის მუნიციპალური თეატრის სკვერში ჩატარდება, სადაც "FRANI" და "GELA GNOLIDZE & BAND" იმღერებენ, 30 დეკემბერს კი რუსთავის ახალგაზრდობის პარკში, სადაც გამომსვლელები "REGGAON" და "GOOFY LAND" იქნებიან.
კონცერტების დაწყების დრო 18:00 საათია.
არსებული ინფორმაციით, ღონისძიებები საზოგადოება "რუსთაველების" ორგანიზებით შედგება.