11 წლის მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა.
შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა.
არასრულწლოვანი, თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, არასრულწლოვანი მათთან 3 ქულიანი კომით შეიყვანეს და თითქმის ერთი თვის განმავლობაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იწვა, თუმცა სამწუხაროდ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.