საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.
აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ.
განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.
როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მიდგომა, რასაც ძირითადად ცვლილებები ითვალისწინებს, უკვე დიდი ხანია ქალაქის სააღმზრდელო დაწესებულებებში დანერგილია. გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, რუსთავში 1 კონკრეტული შემთხვევის გამო, თუ ამის რეალური აუცილებლობა არ არსებობდა, მთლიანად ბაგა-ბაღის დახურვა არც აქამდე ხდებოდა და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიირებოდა, რაც ადგილობრივ ჯანდაცვასთან ერთად, შემთხვევისდ ირგვლივ სისტემურ ანალიზს ატარებდნენ.