ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2021-12-12 23:10:14

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ თოხლიაურში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის სავარაუდოდ გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.