ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ცივი იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს. შემთხვევა სოფლის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში შეიყვანეს. დირექტორის ინფორმაციით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებათ დაზიანებები.
მომხდართან დაკავშირებით შსს-სგან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.