თურქეთში ომიკრონის შტამით ინფიცირება დადასტურდა

2021-12-12 14:18:48

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით, ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ფარეტინ ხოჯას განცხადებით, ახალი ვარიანტით ინფიცირების ერთი შემთხვევა სტამბულში, ხუთი კი ანკარაში დაფიქსირდა.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის კლინიკაში გადაყვანა არცერთ ინფიცირებულს არ სჭირდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები