საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ავარიას 25 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
25 წლამდე კაცი მიღებული მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
რა მუხლითაა დაწყებული მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-სგან კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.