გერმანიაში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა აცრა სავალდებულო გახდა

2021-12-10 18:08:52

გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მიღებას ავალდებულებს.

მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაციისთვის ვადა 2022 წლის 15 მარტამდე მისცეს. აუცრელობის შემთხვევაში მათ მუშაობის უფლების შეჩერება ემუქრებათ.

ამ გადაწყვეტილებით, გერმანია უერთდება ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, სადაც ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა.