ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება

2021-12-10 16:23:29

ავტომობილებზე კატალიზატორის ქონა სავალდებულო აღარ იქნება.

საქართველოს მთავრობამ ტექინსპექტირების პარამეტრების გამკაცრება ისევ გადაიფიქრა.

ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება ძალაში 6 დეკემბერს შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ისევ 0,6%-ის დიაპაზონში დარჩება.

ცნობისთვის, 2022 წლის  პირველი იანვრიდან ავტომობილისთვის კატალიზატორის ქონა აუცილებელი უნდა გამხდარიყო და მათი ლამბდა კოეფიციენტი -+ 0.3 დიაპაზონს არ უნდა გამცდარიყო.

ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა გამონაბოლქვზე კონტროლს ორმაგად ამკაცრებდა.