თბილისში, თემქაზე საცხოვრებელ სახლში შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
ბინაში მკვდარი იპოვეს გარდაცვლილი კაცის ძაღლიც.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.