ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2021-12-09 19:56:30

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მხარეს მოძრავი „ტოიოტასა” და „მერსედესის" ავტომობილები შეეჯახა, რა დროსაც „ტოიოტას“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.