რუსთავის სკოლებში 15 მასწავლებელს გაათავისუფლებენ

2021-12-09 15:46:37

რუსთავის საჯარო სკოლებში პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, გაათავისუფლებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ქალაქის მასშტაბით სულ 15 პრაქტიკოსია მასწავლებელია, რომლებმაც საკვალიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს.

ხეჩიკაშვილის ინფორმაციითვე, თუკი ამ მასწავლებლების ადგილზე შიდა კონკურსით არ მოხდა შემცვლელების მოძიება, გამოცხადდება ვაკანსიები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები