ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
გარდაცვლილია დედა გულვარდი ფუტკარაძე და 24 წლის შვილი ლევან საგინაძე. ოჯახში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა, მამაკაცის დედა და კიდევ ერთი შვილი. გოგონამ და ხანდაზმულმა ქალმა თავს გაქცევით უშველეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.