კაცმა ნაჯახით ცოლი და შვილი მოკლა

2021-12-09 11:04:03

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭარნალში ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი 54 წლის კაცმა თავი მოიკლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის ბიჭი და 40 წლამდე ქალი. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.