დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს

2021-12-08 18:42:20

გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.

თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. 

12 წლის გოგონას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. მე-6 კლასის მოსწავლე დილით სკოლაში ძმამ მიიყვანა, თუმცა სათვალთვალო კამერებში ჩანდა, რომ ის შენობაში არ შესულა.

ამ დრომდე უცნობია, სად და რა ვითარებაში იპოვეს მოზარდი.