"რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ამასთან, მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი 2"-ს. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, კომპანიას ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.
სამოქალაქო დავა თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი კომპანიის 60%-იანი წილს ითხოვენ.