ძლიერი აფეთქების ხმა რუსთავში

2021-12-08 13:25:54

რუსთავსა და თბილისში, დაახლოებით 12:30 საათისთვის, მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.

აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

მათი თქმით, აფეთქების დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა. ხმა და მცირე ბიძგები მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო და იგრძნო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აფეთქების ხმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, გეგმიური წვრთნები მიმდინარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები