"პარკირება" რუსთავში

2021-12-07 19:55:13

მსუბუქი ავტომობილები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, რუსთავის ცენტრალურ გამზირზე, პირდაპირ ტროტუარზე არიან გაჩერებულები.

ტროტუარების მითვისებით შეწუხებული ქვეითები ამბობენ, რომ არასწორად დაპარკინგებულ ავტომობილებს ძირითადად შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, ასევე მესხიშვილის ქუჩაზე შეხვდებით.

კანონის თანახმად, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით ჯარიმდება.

ასევე, პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტროსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები