გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 87 წლის ქალი მეზობელთან იმყოფებოდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც საავტომობილო გზაზე ჯერ ერთი ავტომობილი დაეჯახა, შემდეგ კი მეორე.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.