პენსია იზრდება

2021-12-06 11:38:07

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საქართველოში პენსია იზრდება.

"2022 წლის იანვრიდან 70 წლის ასაკამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 300 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია" - განაცხადა ღარიბაშვილმა.