ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა

2021-12-05 14:36:45

მარტყოფში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი, თვითდაზიანებები ყელი არეში მიიყენა.

ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცისთვის ჭრილობა ყელის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

გარდაცვლილის ოჯახში კონფლიქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ინსულტი ორჯერ გადაიტანა და გული გაუჩერდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.