გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა. ერთ-ერთი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, მედიკოსებმა, მეორე ქალის გადარჩენაც ვერ შეძლეს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.