ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-12-04 01:00:20

ავარია მსხვერპლით დასრულდა.

გორში, სტალინის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 1 კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ფოტო: qartli.ge