რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე I ტურში ვერ აირჩიეს [video]

2021-12-03 13:43:04

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე I ტურში ვერ აირჩიეს.

სხდომაზე წარმოდგენილი 2 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო ხმათა უმრავლესობა დაეგროვებინა.

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატმა, ნოდარ შეროზიამ 3 ხმა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, მამუკა რეხვიაშვილმა კი 16 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის საჭიროა 18 ხმა.

ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და ჩანიშნულია II ტური, რომელშიც პირველ ადგილზე გასული კანდიდატი, მამუკა რეხვიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. მოახერხებს თუ არა ის 18 ხმის მოგროვებას, უცნობია.

ცნობისთვის, სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები