რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
პარტიებმა საკუთარი კანდიდატები სხდომაზე უკვე წარადგინეს.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მამუკა რეხვიაშვილი, პარტია "გახარია-საქართველოდან" კი ნოდარ შეროზია არიან.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაასახელა. როგორც პარტიიდან რუსთავის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, გარკვეული კონსულტაციების გავლის შემდეგ, რომელიც მათი წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებაში ხელშეწყობას ეხება, ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ "გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატს, ნოდარ შეროზიას.