რუსთავში გახარიას პარტიის გადაწყვეტილება ცნობილია

2021-12-03 11:18:10

დღეს რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ.

"ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში თანაბრად, 16-16 კაცით იქნება წარმოდგენილი, ამიტომაც გადამწყვეტი ხმა სწორედ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდს ეკუთვნის.

"ინფო რუსთავი" აღნიშნული პარტიიდან რუსთავის საკრებულოს წევრს, ნოდარ შეროზიას დაუკავშირდა.

როგორც შეროზიამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე გახარიას პარტიიდან სწორედ მისი კანდიდატურა იქნება დაყენებული. მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ ხმა მისცენ არც "ქართული ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს.

"ჩვენ არავის არ ვუჭერძთ მხარს. ჩვენს კანდიდატურას დავაყენებთ, თუ მოგვცემენ ხმას თავმჯდომარეობაზე, თუ არა და ჩვენ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას არ ვუჭერთ მხარს, არავის არ მივცემთ ხმას", - განაცადა შეროზიამ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები