რუსთავში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა

2021-12-01 17:38:34

რუსთავში N24-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავიდა.

მიზეზი სკოლაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

როგორც ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსი დაუდასტურდათ სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა N28-ე და N23-ე საჯარო სკოლებშიც. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ სწავლებაზე კონკრეტული ჯგუფები გადადის.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები