საქართველოში ახალი შტამის „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკო ტესტები შემოვა

2021-12-01 11:12:28

 

უახლოეს დღეებში საქართველოში „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკო „პისიარ“ ტესტები შემოვა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე მომზადებულია პროტოკოლი , სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა ამოიცნონ ლაბორატორიებმა ახალი შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონ შტამს უკვე უწოდა კორონავირუსისშემაშფოთებელი ვარიანტი“. ამ ტერმინს იყენებენ მაშინ, როცა ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეიძლება იყოს მაღალი, ახასიათებდეს მაღალი ვირულენტობა (დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი) და ასევე, მოქმედებდეს ვაქცინების ეფექტიანობაზე