ვის დაუფინანსდება რუსთავში დაკრძალვის ხარჯები

2021-12-22 17:05:22

იმ პირთა წრე, ვისაც რუსთავის მერია დაკრძალვის ხარჯებს დაუფინანსებს, ფართოვდება.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ ხარჯებს დაუფარავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ადამიანებსაც.

შეგახსენებთ, მერია დაკრძალვის ხარჯებს უფინანსებს ვეტერანებს, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ს არ აღემატება.

ქალაქის ბიუჯეტიდან დაკრძალვის ხარჯების დასაფარად გარდაცვლილზე 400 ლარია გათვალისწინებული.