პირები, რომლებმაც კორონავირუსი ისე გადაიტანეს, რომ მის დასადგენად ტესტირება არ ჩაუტარებიათ, მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ანტისხეულების ან რაიმე სხვა ანალიზის საფუძველზე პირი მწვანე სტატუსს ვერ მიიღებს. თუ არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემათხვევა ასახული ჩვენთან, ან პირს არ ჰქონდა კომუნიკაცია სამედიცინო სფეროსთან, სტატუსი ვერ ექნება“- განაცხადა გაბუნიამ.