თურქეთში ძლიერ შტორმს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. [ვიდეო/video]
ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ რამდენიმე პროვინცია დააზარალა, განსაკუთრებით კი ეგეოსისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები.
ქარიშხლის შედეგად თურქეთში 40-მდე სახლის სახურავი დაზიანდა, მოგლეჯილი ხეები კი ავტომობილებს დაეცა. სტიქიის გამო, ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, სტამბოლის აეროპორტში კი რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლეს.
ქარიშხალს სტამბოლში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, ზონგულდაქის პროვინციაში კი - 1. სტიქიური უბედურების დროს სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა.