ზურაბ იაკობაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

2017-08-26 23:00:59

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ იაკობაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. სპორტსმენი პარიზში გამართულ ტურნირზე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა. შეგახსენებთ რომ ზურაბ იაკობაშვილი უკვე მეორე სპორტსმენია რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, გუშინ 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.