დმანისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კაზრეთის გზაზე სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შედეგად მანქანაში მსხდომები ადგილზე გარდაიცვალნენ.
გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები მამა, შვილი, რძალი და 15 წლამდე შვილიშვილი არიან.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და სამაშველო სამსახური.
გარდაცვლილები დმანისის მკვიდრები არიან.