კორონავირუსს 31 წლის ორსული ემსხვერპლა

2021-11-28 13:38:10

კორონავირუსს კიდევ ერთი ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც 6 თვის ორსული იყო, დადასტურებული კოვიდით მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

მედიკოსებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის ვერ.