კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი"

2021-11-27 11:09:10

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონს" "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა.

ინფორმაციას ჯანმო საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ახლახან აღმოჩენის B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,ომიკრონი“ უწოდა.

როგორც ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ვარიანტს უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათ შორის რამდენიმე კი შემაშფოთებელია.

ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

ახალი შტამის დაფიქსირების გამო, აფრიკის ქვეყნებში ფრენები აკრძალა ამერიკამ, კანადამ, რუსეთმა, აუსტრალიამ, იაპონიამ, საუდის არაბეთმა, ბრაზილიამ და ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები