როგორი იყო "შავი პარასკევი" საქართველოში [video]

2020-11-26 20:03:06

"შავი პარასკევი", რომელიც მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო სფეროში ფასდაკლებების დღედ ითვლება, "ინფო რუსთავმა" "ისთ ფოინთში" გადაიღო. [ვიდეო/video]

ხალხმრავლობა სავაჭრო ცენტრში მთელი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა, განსაკუთრებით დიდი რიგები იყო "Waikiki"-სა და "HM"-ს მაღაზიებთან.

იხილეთ ჩამონათვალი, რომელ კომპანიას რა ფასდაკლება ჰქონდა "ისთ ფოინთში" და სად გაგრძელდება აქციები.

ZARA -ში 40%-იანი ფასდაკელბა იყო შერჩეულ მოდელებზე. 40%-იან ფასდაკლებას სთვაზობდა მომხმარებელს Massimo Dutti-ც. ასევე შერჩეულ მოდელებს აკლდებოდა საფასურის 50% Mango-ში. 20%-იანი ფასდაკლება იყო stradivarius -ში აქსესუარებსა და კებებზე, 30%-იანი კი სპორტულ ფეხსაცმელზე. Bershka მომხმარებელს 30 %-იანი ფასდაკლებას სთავაზობდა. 50%-იანი ფასდაკლება იყო Terranova-ში თქვენს მირ შეძენილ მესამე მოდელზე. Women’secret-ში 25%-იანი ფასდაკლება იყო, 10%-იანი დარჩება 28 ნოემბრამდე. DeFacto-ში 1 ნივთს გჩუქნიდნენ 2 შენაძენზე. H&M-ში შავი პარასკევი 25 ნოემბერს დაიწყო და საფასურის 20% აკლდებოდა სრულ კოლექციას. Peak Sport Georgia-ში ახალი კოლექციის ნებისმიერ ნივთზე იყო 20%-იანი ფასდაკლება. New Balance 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა მომხმარებელს მეორე შენაძენზე. 30%-იანი ფასდაკლებაა Sergent Major-ში 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, 28 ნოემბრის ჩათვლით 3 შენაძენზე 3 ნივთს გჩუქნიან Kiko Milano-ში. სრულ კოლექციას აკლდებოდა საფასურის 20% Waikiki-ში. Marks and Spencer-ში ბავშვის კოლექციაზე ისერგებლებთ 30%-იანი ფასდაკლებით 28 ნოემბრის ჩათვლით. 40%-იანი ფასდაკლება იყო ACCESSORIZE-ში. CHARLES & KEITH მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. Zippy-ში ისარგებლებთ 30%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე 28 ნოემბრის ჩათვლით. Flormar-ში 28 ნოემბრის ჩათვლით 3 შენაძენზე მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას, 5-ზე 30%-იანს, 7 შენაძენზე 40%-იანი ფასდაკლებაა, ხოლო 10 ნივთზე 50%-იანი. 30%-იანი ფასდაკლება იყო ALDO-ში. 25%-იანი გაგრძელდება 28 ნოემბრის ჩათვლით Colin's-ში. Alexander Gardi-ში 3 ნივთს შეიძენდით 2-ის ფასად.

არის თუ არა ფასდაკლებები გრანდიოზული, ეს მომხმარებლის შესაფასებელია. საინტერესოა, შეიძინეთ თუ არა რამე. დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარის სახით, რას ფიქრობთ ქართული "შავი პარასკევის" შესახებ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები