ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება

2021-11-24 11:07:21

2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება.

კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილს არ შეეხება. ეს რეგულაცია გავრცელდება 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ მანქანაზე.

CO-ს შემცველობა კი გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს.

2022 წლამდე იყო გადავადებული ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულებაც.