მაშველებმა ცნობილი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

2021-11-23 23:41:03

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ "დედაენასთან" საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ერთი პირის ცხედარი ჩამოასვენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბიზნესმენი ილია კოკაია გარდაიცვალა.

ის მწვერვალზე მეგობართან ერთად დასალაშქრად იყო წასული, რა დროსაც დაცურდა, თავი დაარტყა და მიღებული დაზიანებით გარდაიცვალა.

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.