რომელ მისამართებზე იგეგმება რუსთავში სკვერების მოწყობა

2020-11-23 18:35:50

რუსთავში სხვადასხვა მისამართზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ელქტრონული ტენდერები ქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სკვერების მოწყობა იგეგმება მე-19 მიკრორაიონში N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, 21-ე მიკრორაიონის N11 და შარტავას N15 კორპუსებთან ახლოს.

აღნიშნული სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებული ელექტორნული ტენდერის პირობებში ვკითხულობთ, რომ პროექტის პირველად ღირებულება 619 664 ლარია.

სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიას 120 კალენდარული დღე ექნება.

ასევე, სკვერი მოეწყობა მე-20 მიკრორაიონის N15 კორპუსთან ახლოს და შემეცნებითი ფანჩატური გაკეთდება შარტავას N7-ში.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის პირველადი ღირებულება 189 240 ლარია, სამუშაოების შესასრულებელი ვადა კი 60 კალენდარული დღე.