18 წელი ვარდების რევოლუციიდან

2021-11-23 17:51:35

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

მოქალაქეები ვარდების რევოლუციის 18 წლის თავს აღნიშნავენ.

მათმა ნაწილმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ნაწილმა - თავისუფლების მოედნიდან.

მათ ხელში, სიმბოლურად, ვარდები უჭირავთ.

თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს ქვეყანაში ვარდების რევოლუცია მოხდა.