ბულგარეთში, სოფელ ბოსნეკთან საავტომობილო გზაზე ავტობუსი აფეთქდა, რასაც სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 ბავშვია. [ვიდეო/video]
BBC-ის ცნობით, ავტობუსი მაკედონიაში იყო რეგისტრირებული და სწორედ იქიდან გადაჰყავდა მგზავრები ბულგარეთში. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, ავტობუსს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა და შემდეგ ავარიაში მოყვა, თუ ჯერ ავარიაში მოყვა და მერე დაიწვა.
7 ადამიანი დამწვრობებით ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.