გრიპზე აცრა უფასო პირველ დეკემბრამდე იქნება

2021-11-23 11:04:36

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, სეზონურ გრიპზე უფასო აცრა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ დეკემბრამდე:

22 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის“,– აღნიშნავს დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა.

NCDC განმარტებით, ამ ზამთარს გრიპისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.