ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში ადამიანის ცხედარი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცი სანაპიროს ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდა.