რუსთავში ტაქსის მძღოლების ნაწილი გეგმიურ ტესტირებას აღარ იტარებს

2021-11-22 16:53:18

რუსთავში ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილი გეგმიურ კოვიდტესტირებას აღარ იტარებს.

როგორც ქალაქის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, თუ აქამდე დღის განმავლობაში კლინიკაში 5-მდე მძღოლს მაინც ტესტავდნენ, ახლა ამ რაოდენობის მძღოლი კოვიდზე თვის განმავლობაში არ მოწმდება.

"უწევთ გეგმიურად, 14 დღეში ერთხელ, მაგრამ არ მოდიან. 1 იანვრამდე ეკუთვნით უფასოდ, გეგმიურად ჩაიტრონ ტესტირება. ტაქსით უამრავი ადამიანი გადაადგილდება, გაუგებარია, რატომ არ მოდიან და არ იკეთებენ ტესტს. დღეში იყო 3-4, ხან უფრო მეტიც, ახლა ძალიან შემცირებულია, ფაქტიურად, ბოლო 2 თვეა, თვეში შეიძლება 2-3 კაცი მოვიდეს", - განაცხადა რუსუდან ადამიამ.

ხდება თუ არა გეგმიური ტესტირებების ჩატარებაზე მონიტორინგი - ამ კითხვაზე პასუხს "ინფო რუსთავი" ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები