წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო ღუმელს გაუჩნდა. სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო კი კაცი გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.