მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

2021-11-21 12:28:10

მდინარე ენგურმა შუახნის კაცის ცხედარი გამორიყა. ის კაშხლის ტერიტორიაზე იპოვეს.

სავარაუდოდ, ის სვანეთში გაუჩინარებული კაცია. მას ოჯახი 16 ოქტომბრიდან ეძებდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც ოფიციალურ კომენტარს ამჯერად არ აკეთებენ.

დამატებითი დეტალების მიღების შემდეგ ინფორმაცია განახლდება.