1 გარდაცვლილი და 2 დაშავებული

2021-11-20 19:05:45

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რასაც შუანის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს დაშავდა 2 ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ოდიში ტვ