ავარიას მოზარდი ემსხვერპლა

2021-11-19 23:30:41

ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაღუპულია მოზარდი.

პირველადი ინფორმაციით, ავტომობილში 15-17 წლის ასაკის 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია მოთავსებული.